ინტელის ძირითადი კურსი
Wednesday, June 29, 2016
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის დასაწყისი დავუთმეთ წინა მასალის გამეორებას.შევედით გეგმის შაბლონში, გადავათვალიერეთ და დავიწყეთ იმ პუნქტების შევსება, რომლებიც გამოტევებული იყო. მაგალითად: შევავსე პროექტის ძირითადი მიზნები, რესურსები. შემდეგ ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებული მიდგომის შესახებ. დავადგინეთ რომ მსგავსი მიდგომის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება ისწავლოს და ნებისმიერ შემთხვევაში გავიდეს სასწავლო შედეგზე. ასეთი ტიპის დავალებებით შევეცადეთ ჩვენი გეგმის შევსება. შემდეგ ტრენერმა წარგვიდგიდა პროექტის გეგმის შეფასების ჩეკლისტი, ჯგუფთან ერთად გაიარა თითოეული პუნქტი და ბოლოს მოგვცა დრო რათა დამოუკიდებლად შეგვევსო ის. შევსებული ჩეკლისტი ელ ფოსტით გადავუგზავნეთ ტრენერს, რომლითაც ტრენერი იხელმძღვანელებს ტრენინგის მსვლელობისას გაწეული სამუშაოს შეჯამებისას.
Tuesday, June 28, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
განვლილი ტრენინგის გახსენება დროული იყო, რადგან ამ დღეს დავიწყეთ Google Forms-ში ჩვენი პროექტისათვის მორგებული ტესტის შედგენა. ეს ტესტი უნდა ეფუძვნებოდეს მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმებას. ასეც ვიმოქმედეთ. მთელმა ჯგუფმა დიიდ ენთუზიაზმით შექმნა ელ.ტესტები და შედმეგ ერთმანეთს უზიარებდა მათ.შემდეგ ჯგუფში გავაკეთეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია. მივიღეთ კოლეგების და ტრენერის უკუკავშირი, რაც ვთვლი იყო ძალიან საჭირო და სასარგებლო. ვნახეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების მაგალითები და შესაბამისად მივიღეთ დავალება შეგვექმნა ჩვენი პრეზენტაციის შეფასების ფორმა. დღე იყო საინტერესო და მსმენელებიც საკმაოდ აქტიურები იყვნენ.
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგი ტრადიციულად დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, გავიხსენეთ წინა ტრენინგი. ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია და ვნახეთ თითოეული სტრატეგიის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განხილვისას ვირჩევდით ჩვენი სასწავლო პროექტისათვის შესაფერის მეთოდსა თუ სტრატეგიას და ვინიშნავდით შაბლონში. ინტერნეტში დავათალიერეთ შეფასების ფორმები, გავიაზრეთ როგორ შეიძლება მათი რედაქტირება და ჩვენი სასწავლო პროექტისათის მორგება.ჩემთვის დიდ აღმოჩენად იქცა Google Forms-ში მუშაობა, რადგან აქამდე არ ვიცოდი თუ როგორ შემექმნა ელექტრონული ტესტი. ტრენერმა საშინაო დავალებაც მოგვცა, რომელსაც დიდი სიამოვნებით შევასრულებ და ის დამეხმარება ჩემი პროექტი უფრო სრულყოფილი და საინტერესო გახდეს.
Wednesday, June 22, 2016
ტრენინგის მეხუთე დღე
ტრენინგი ტრადიციულად დავიწყეთ წინა თემის გამეორებით. შემდეგ ვისაუბრეთ იმის შესახებ თუ რაოდენ მნიშვნელოვანია პუბლიკაციის გამოყენებას სასწავლო პროცესში პროექტზე მუშაობისას. დავათვალიერეთ მოსწავლეთა ნამუშევრები, გავეცანით პროგრამა Microsoft Publisher-ს, ვისწავლეთ მასში მუშაობა. ნელა-ნელა დავიწყეთ საკუთარ პუბლიკაციებზე მუშაობა, რომელიც უნდა გაგვეგრძელებინა სახლში. ტრენინგის მეორე ნაწილში გავეცანით პრეზენტაციას საავტორო უფლებებზე, ერთობლივად განვიხილით ისინი და დავგეგმეთ ამ პრეზნტაციის ჩვენება მოსწავლეებისათვის. დღე ნამდვილად ძალიან საინტერესო იყო.
Tuesday, June 21, 2016
ტრენინგის მეოთხე დღე
ტრენინგის ეს დღე დავიწყეთ წინა მასალის გამეორებით,ვისაუბრეთ მოსწავლეთა ნამუშევრების მნიშვნელობაზე, ასევე დავათვალიერეთ სანიმუშო პრეზენტაციები, გავაკეთეთ დასკვნები იმის შესახებ თუ რა საფეხურები უნდა გაიარო პრეზენტაციის დაგეგმვისას, რა არის აუცილებლად შესასრულებელი. მაგ.: პირველ სლაიდზე აუცილებელია ნამუშევრის სახელი და ავტორები, ხოლო ბოლოზე გამოყენებული წყაროები. ტრენინგის მსვლელობისას დავიწყეთ მუშაობა საკუთარ პრეზენტაციებზე, თუმცა არსი იმაში მდგომარეობდა რომ ეს ნამუშევარი დაგვემზადებინდა ბავშვის ანუ მოსწავლის თვალთახედვიდან. დაწყებული ნამუშევრები ავტვირთეთ google-ის ღრუბლებში. ტრენინგის დასასრულს ვისაუბრეთ check-list-ების შესახებ, რა არის და რისთვის გვჭირდება. საშინაო დავალებად ტრენერმა მოგვცა პრეზენტაციების დასრულება. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ტრენერს, რომელიც ნელა-ნელა მიქრობ შიშს პროექტით სწავლების გარშემო. მე ნამდვილად არ ვფლობდი ასეთ საჭირო ინფორმაციის, და რაც მე არ ვიცი ბავშვისთვის როგორ მესწავლებინა?! დღე იყო ნაყოფიერი და პრაქტიკული.
Sunday, June 19, 2016
ტრენინგის მესამე დღე
ტრენინგის მესამე დღე დავიწყეთ წინა დღის რეფლექსიით, გავიხსენეთ განვლილი თემები. შემდეგ ტრენერმა გაგვაცნო ახალი ვებ გვერდი- ncp.ge,,რომელიც წარმოადგენს ეროვნული სასწავლო გეგმების პორტალს. გადავიკიტხეთ საგნობრივი სტანდარტები, ავირჩიეთ პროექტისთვის შესაფერისი და გადავიტანეთ სასწავლო პროექტის გეგმაში. შემდეგ ტრენერმა გვაჩვენა ძალიან საინტერესო პრეზენტაცია მიმართულების მიმცემი კითხვების ტიპების შესახებ. პრეზენტაციაში ნანახი ინფორმაციის შეჯამებისას მოვახდინეთ მიმათუების მიმცემი საკვანძო კითხვების ფორმულირება: ზოგადი, თემატური და შინაარსობრიბი კითხვები, რომლების ხელს უწყობს მოსწავლეთა ჩართულობას.ტრენინგზევე მოვიფიქრეთ ამ კაეგორიის კითხვები, რამაც უფრო ადვიალად ასაქმელი გახადა ტრენინგი. დღე იყო ნაყოფიერი და საინტერესო.
Sunday, June 5, 2016
ტრენინგის მეორე დღე
მეორე დღე დავიწყეთ წინა ტრენინგის გახსენებით.ვისაუბრეთ პროექტით სწავლების მნიშვნელობაზე.შევქმენით ელ.პორტფოლიო, ელ. ღრუბლებში. ვნახეთ სასწავლო გეგმის შაბლონი, გადმოვიწერეთ და შევინახეთ ფაილში. დავიწყეთ სასწავლო პროექტის გეგმის შევსება.
ჯგუფურად განვიხილეთ პროექტების ედეები, შევაჯერეთ აზრები. ტრენერი გულდასმით გვისმენდა, სვამდა დამაზუსტებელ კითხვებს, გვირჩევდა პროექტების იდეები უფრო ინოვაციური, და ნაკლებად შაბლონური ყოფილიყო. მომეწონა ტრენერის პოზიცია ის არ გვახვევდა თავს თავის იდეებეს, არამედ ცდილობდა ჩვენ თვითონ მივსულიყავით პროექტის საინტერესო ეტაპებადე, აქტივობებამდე. ქალბატონმა ხათუნამ საშინაო დავალება მოგვცა- მოგვეძებნა საგნის სტანდარტი, რათა პროექტი ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით დაგვეგეგმა. ტრენინგი იყო საინტერესო, დინამიური და საჭირო.
Subscribe to:
Posts (Atom)