Tuesday, June 28, 2016
ტრენინგის მეექვსე დღე
ტრენინგი ტრადიციულად დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, გავიხსენეთ წინა ტრენინგი. ვისაუბრეთ შეფასების მეთოდებზე. განვიხილეთ შეფასების 5 სტრატეგია და ვნახეთ თითოეული სტრატეგიის შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები. განხილვისას ვირჩევდით ჩვენი სასწავლო პროექტისათვის შესაფერის მეთოდსა თუ სტრატეგიას და ვინიშნავდით შაბლონში. ინტერნეტში დავათალიერეთ შეფასების ფორმები, გავიაზრეთ როგორ შეიძლება მათი რედაქტირება და ჩვენი სასწავლო პროექტისათის მორგება.ჩემთვის დიდ აღმოჩენად იქცა Google Forms-ში მუშაობა, რადგან აქამდე არ ვიცოდი თუ როგორ შემექმნა ელექტრონული ტესტი. ტრენერმა საშინაო დავალებაც მოგვცა, რომელსაც დიდი სიამოვნებით შევასრულებ და ის დამეხმარება ჩემი პროექტი უფრო სრულყოფილი და საინტერესო გახდეს.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment