ტრენინგი-ინტელის სასწავლო კურსი. ამ ტრენინგისადმი უდიდესი მოლოდინი მქონდა, რადგან კოლეგები სხვა სკოლებიდან დიდი სიამოვნებითა და დადებითი ემოციებით საუბრობნენ მის შესახებ, ყვებოდნენ თუ რამდენად სასარგებლო და აუცილებელიც კი იყო პროექტით სწავლების მეთოდის გამოყენებას საგაკვეთილო პროცესში. ჩვენი ტრენერი გახლავთ ხათუნა ციხელაშვილი-აქტიური, კომუნიკაბელური და საინტერესო იდეებით სავსე პიროვნება, რომელმაც პირველივე წუთიდან შექმნა თანამშრომლობითი და თბილი გარემო და შემდეგი რამოდენიმე საათი ნაყოფიერად გავატარეთ.
პირველივე დღეს გავეცანით ინტელის ძირითადი კურსის მიზნებსა და პრინციპებს. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ პროექტით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მეთოდი მოითხოვს ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენებას და ავითარებეს 21-ე საუკუნის მნიშვნელოვან უნარ-ჩვევებს. ვისწავლეთ ტრენინგის მოდულებისა და მათი აქტივობების მოძებნა და საჭირო ინფორმაციის მიგნება.
დღე იყო საინტერესო, ინფორმაციული და სახალისო.
No comments:
Post a Comment