Wednesday, June 29, 2016
ტრენინგის მერვე დღე
ტრენინგის დასაწყისი დავუთმეთ წინა მასალის გამეორებას.შევედით გეგმის შაბლონში, გადავათვალიერეთ და დავიწყეთ იმ პუნქტების შევსება, რომლებიც გამოტევებული იყო. მაგალითად: შევავსე პროექტის ძირითადი მიზნები, რესურსები. შემდეგ ვისაუბრეთ სწავლების დიფერენცირებული მიდგომის შესახებ. დავადგინეთ რომ მსგავსი მიდგომის გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანი და საჭიროა, რადგან ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება ისწავლოს და ნებისმიერ შემთხვევაში გავიდეს სასწავლო შედეგზე. ასეთი ტიპის დავალებებით შევეცადეთ ჩვენი გეგმის შევსება. შემდეგ ტრენერმა წარგვიდგიდა პროექტის გეგმის შეფასების ჩეკლისტი, ჯგუფთან ერთად გაიარა თითოეული პუნქტი და ბოლოს მოგვცა დრო რათა დამოუკიდებლად შეგვევსო ის. შევსებული ჩეკლისტი ელ ფოსტით გადავუგზავნეთ ტრენერს, რომლითაც ტრენერი იხელმძღვანელებს ტრენინგის მსვლელობისას გაწეული სამუშაოს შეჯამებისას.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment