Tuesday, June 28, 2016
ტრენინგის მეშვიდე დღე
განვლილი ტრენინგის გახსენება დროული იყო, რადგან ამ დღეს დავიწყეთ Google Forms-ში ჩვენი პროექტისათვის მორგებული ტესტის შედგენა. ეს ტესტი უნდა ეფუძვნებოდეს მოსწავლეთა წინარე ცოდნის შემოწმებას. ასეც ვიმოქმედეთ. მთელმა ჯგუფმა დიიდ ენთუზიაზმით შექმნა ელ.ტესტები და შედმეგ ერთმანეთს უზიარებდა მათ.შემდეგ ჯგუფში გავაკეთეთ მოსწავლეთა ნამუშევრების პრეზენტაცია. მივიღეთ კოლეგების და ტრენერის უკუკავშირი, რაც ვთვლი იყო ძალიან საჭირო და სასარგებლო. ვნახეთ მოსწავლეთა ნამუშევრების შეფასების მაგალითები და შესაბამისად მივიღეთ დავალება შეგვექმნა ჩვენი პრეზენტაციის შეფასების ფორმა. დღე იყო საინტერესო და მსმენელებიც საკმაოდ აქტიურები იყვნენ.
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment